|
|
ბავშვთა სკოლა
პროფესიონალურ საკალათბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე ფუნქციონირებს ბავშვთა საკალათბურთო სკოლა, რომელიც თანამშრომლობს საბონისისა და მარჩულონისის ბავშვთა საკალათბურთო სკოლებთან ლიტვაში.
თბილისის დინამოს უნიკალური, ევროპული სტანდართების შესაბამისი საწვრთნელი კომპლექსი საუკეთესო ადგილია პროფესიონალ კალათბურთელად ჩამოყალიბებისა და ფიზიკური გაჯანსაღებისთვის. ბავშვთა სექციების განკარგულებაშია: კეთილმოწყობილი დარბაზი, საშხაპეები, აუზი და გასახდელები. სკოლაში გამოცდილი მწვრთნელები თანამედროვე მეთოდიკით ასწავლიან კალათბურთის საფუძვლებს.
სკოლაში მიიღებიან 1993-2003 წლებში დაბადებული ბავშვები. მიღება წარმოებს 2010 წლის 1 სექტემბრიდან შერჩევის წესით. გაიხსნა გოგონათა სექციაც.
მისამართი: დიღმის მასივი, III კვარტალი,
თბილისის "დინამოს" საკალათბურთო ბაზა.
ტელ:8 99 55 64 81. 8 99 42 45 79.
|